საქართველოს ნაკრების მატჩის ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება

02 მარტი 2023, 10:52 1068 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მომდევნო ორ მატჩზე ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება. 25 მარტს საქართველო ამხანაგურ შეხვედრაში მონღოლეთს დაუპირისპირდება, ხოლო წლის პირველ ოფიციალურ თამაშში ნორვეგიას ვუმასპინძლებთ.

მატჩებზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მისი რეალიზაცია TKT.GE-ზე 2 მარტს, 12 საათზე დაიწყება. თითოეულ მომხმარებელს კი მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება.

ბილეთის ფასი 10, 20, 30 ლარია, ხოლო VIP ტრიბუნაზე ადგილი 100 ლარი ეღირება.

საქართველოს ნაკრების მიმდინარე მატჩების განრიგი ასეთია:

  • 25 მარტი | საქართველო - მონღოლეთი | 18:00 (ბათუმი არენა);
  • 28 მარტი | საქართველო - ნორვეგია | 20:00 (ბათუმი არენა).
სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში