რატომ შეწყდა უფასო კვების პროგრამა სხალთის გიმნაზიაში?

02 მარტი 2023, 11:40 648 ნახვა

ხულოში ,,საქართველოს საპატრიარქოს ხულოს წმიდათა მამათა და დედათა აჭარაში თურქთაგან  წამებულთა სახელობის სკოლის“  ყოფილი თანამშრომლები სხალთის ეპარქიას  სამსახურიდან უმიზეზოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებენ. 

სკოლის ერთ-ერთმა მზარეულმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. ხათუნა მიქელაძე წერს, რომ 8 მზარეული სამსახურიდან უსამართლოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაითხოვეს, კომპენსაცია არ მიიღეს და დასაქმებულებს  გამომუშავებული სარგო სრულად არ  ჩაერიცხათ. გიმნაზიის ყოფილი  თანამშრომლები სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ.

სხალთის ეპარქიის განმარტებით, სკოლაში  უფასო კვება, რომელიც საპატრიარქოს ქველმოქმედებით ხდებოდა, ფინანსური კრიზისის გამო შეწყდა და ყოფილი  თანამშროლები შესაბამის  კომპენსაციას მიიღებენ. სატელევიზიო კომენტარს არც გიმნაზიის, არც ეპარქიის ადმინისტრაცია არ აკეთებს. 

ამ ეტაპზე  ხულოს წმინდა თევდორე აჭარელის სახელობის საბავშვო ბაგა-ბაღს  ვაკანსია ოთხ,   მათ შორის მზარეულის და მზარეულის დამხმარე პოზიციაზე აქვს გამოცხადებული.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში