მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი შეიცვალა, ეს იყო პაციენტის კატეგორიული მოთხოვნა - ზურაბ ჩხაიძე

02 მარტი 2023, 13:02 640 ნახვა

პაციენტ სააკაშვილის მკურნალი ექიმი შეიცვალა, ეს იყო პაციენტის კატეგორიული მოთხოვნა, რომ არ გააგრძელებდა თანამშრომლობას მკურნალ ექიმთან, – ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

„ჩვენ გავითვალისწინეთ პაციენტის სურვილი და მოთხოვნა, შესაბამისად შეიცვალა მკურნალი ექიმი, ახლა იქნება ლუიზა შენგელია. პაციენტმა არ ისურვა შემდგომში გაგრძელებულიყო მათი თანამშრომლობა, რომ ქალბატონ თამარს გაეგრძელებინა მუშაობა მასთან. სხვა არაფერი არ ყოფილა. პერსონალი აკეთებს თავის შესაძლებლობების მაქსიმუმს და აგრძელებს თავის მოვალეობის შესრულებას მიუხედავად ყველაფრისა“, – განაცხადა ექმიმმა.

ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, სააკაშვილი კვლავ დაბალი კალორაჟის საკვებს იღებს.

"აგრძელებს იმავე კალორაჟის მიღებას, როგორც იღებდა აქამდე. ძალიან მცირე კალორაჟია, დაახლოებით მესამედია იმ საჭირო კალორაჟისა, რაც ესაჭიროება მის ორგანიზმს“, - განაცხადა ჩხაიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში