''ადრეული განათლება და ზრუნვა'' - ბათუმში კონფერენცია გაიმართება

02 მარტი 2023, 14:29 551 ნახვა

„ადრეული განათლება და ზრუნვა”  -  ბათუმი  8 და 9 ივნისს საერთშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. ღონისძიების მთავარი თემაა  „თამაში:  ხარისხიანი ადრეული განათლებისა და ზრუნვის საფუძველი“. ორგანიზატორებს აქვთ მოლოდინი, რომ კონფერენცია ხელს  შეუწყობს აკადემიურ დისკუსიასა და ცოდნის გაზიარებას ადრეული განათლებისა და ზრუნვის ხარისხის, წვდომისა და ინკლუზიის საკითხებზე.  

აჭარის განათლების  სამინისტრო  გაეროს ბავშვთა ფონდისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს ინკლუზიური განათლების დანერგვის ხელშეწყობის პროგრამას აჭარის  სკოლებში.  ამ მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის  N3  და ქედის საჯარო სკოლების ბაზაზე შეიქმნა ინკლუზიური განათლების ცენტრები.

უკვე მიმდინარეობს სივრცეების აღჭურვა საგანმანათლებლო ინვენტარითა და რესურსებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში