უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე სამხედროების შესვლას უარყოფს - კრემლის განცხადებით, ბრიანსკში უკრაინელი შეიარაღებული პირების ლიკვიდაციის ოპერაცია მიმდინარეობს

02 მარტი 2023, 16:02 663 ნახვა

უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე სამხედროების შესვლას უარყოფს, კრემლის ინფორმაციით კი, ბრიანსკის რეგიონში უკრაინელი შეიარაღებული პირების ლიკვიდაციის მიზნით შესაბამისი ზომები ტარდება.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, საუბარია ტერორისტების თავდასხმაზე და ამჟამად მათი განადგურების ოპერაცია მიმდინარეობს.

პესკოვმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი ახლა კრემლში იმყოფება და ინფორმაციას მუდმივად იღებს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისგან, თავდაცვის მინისტრისგან, ეროვნული გვარდიის მეთაურისა და ბრიანსკის ოლქის გუბერნატორისგან.

ბრიანსკის რაიონში არსებულ ვითარებაზე განცხადება გაკეთდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. კიევში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები იბრძვიან უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის ოლქში განვითარებული მოვლენები კი მოსკოვის თავხედური პროვოკაციაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში