ისტორიაში პირველად კანადის ფეხბურთს ქალი უხელმძღვანელებს

02 მარტი 2023, 21:25 707 ნახვა

ისტორიაში პირველად კანადის ფეხბურთს ქალი უხელმძღვანელებს. ყოფილი მძლეოსანი შარმეინ კრუკსი კანადის ფეხბურთის ფედერაციის ახალ პრეზიდენტად აირჩიეს. 60 წლის შარმეინ კრუკსმა ნიკ ბონტისი შეცვალა, რომელიც მას შემდეგ გადადგა, რაც კანადაში ქალ ფეხბურთელთა პროტესტი დაიწყო  თანასწორობის მოთხოვნით. კრუკსი ამ თანამდებობაზე პირველი ქალია და ამავდროულად პირველი ფერადკანიანი.კანადელი ქალი ფეხბურთელები, რომლებსაც სათავეში კაპიტანი კრისტინ სინკლერი უდგათ, ხელფასების თვალსაზრისით თანასწორობას ითხოვენ და აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ ფეხბურთის ფედერაციისგან საკმარისი მხარდაჭერა არ აქვთ.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში