მეწყერის ჩამოწოლის გამო, სოფელი ჯვარიქეთი-კურორტი გოდერძის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

03 მარტი 2023, 11:39 893 ნახვა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სოფელი ჯვარიქეთი-კურორტი გოდერძის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ94-კმ106 (სოფ.ჯვარიქეთი-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე მეწყრის ჩამოსვლის გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზის კმ1-კმ94 (ანგისა-სოფ.ჯვარიქეთი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში