თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

03 მარტი 2023, 14:23 443 ნახვა

თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა - ინფორმაციას, ამის შესახებ, ევროპის მედიტერიული სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს. 

მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5,2 მაგნიტუდა იყო, ხოლო სიღრმე კი 25 კილომეტრი. 

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 05:53 საათზე დაფიქსირდა და მისი ეპიცენტრი ქაჰრამანმარაშის პროვინციაში, ქალაქ გოკსუნში იყო. 

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფრომაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში