დედის დღე ხულოში

03 მარტი 2023, 21:06 906 ნახვა

ხულოში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ზეიმზე მონაწილეობას ტრადიციულად ადგილობრივი და თემებში მოქმედი კულტურის სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სხვადასხვა ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომერი შეასრულეს სკოლის მოსწავლეებმაც. ღონისძიებაზე დამსწრე მანდილოსნებს გაზაფხულის მთავარი დღესასწაული მიულოცეს ადგილობრივი მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლობამაც.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში