ანზორ ხუნდაძის საქმე

06 თებერვალი 2017, 00:00 2425 ნახვა

იპოთეკით დაზარალებულებმა აქცია გამართეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოსთან. მათ ხელისუფლებისგან შეპირებული გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტები კიდევ ერთხელ  მოითხოვეს. აქცია  იპოთეკით დაზარალებულ ანზორ ხუნდაძის სასამართლო პროცესამდე გაიმართა. ხუნდაძის  სახლი იპოთეკარმა რამდენიმე წლის წინ აუქციონზე გაიტანა და მოგვიანებით  თავადვე იყიდა,  თუმცა სახლი დაკეტილი იყო.  ამით ისარგებლა ყოფილმა მეპატრონემ და  სახლში შესახლდა, მეპატრონემ კი  უჩივლა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით დაიწყო. ხუნდაძე ბრალს არ აღიარებს და საკუთარი სახლის გამოსყიდვას აპირებს. 

ამავე კატეგორიაში