ჩინეთის ყველა ნაბიჯი რუსეთისკენ, ართულებს ურთიერთობას ევროპასა და სხვა ქვეყნებთან - თეთრი სახლი

04 მარტი 2023, 14:21 675 ნახვა

ჩინეთის მიერ რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების საკითხზე საუბრობენ თეთრ სახლში. შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის თქმით, შეერთებულ შტატებში ფიქრობენ, რომ ჩინეთი ჯერ კიდევ განიხილავს რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების საკითხს, თუმცა პრესსპიკერის თქმით, ამის შესამჩნევი ნიშნები ჯერ ჯერობით არ არსებობს, რომელიც დაადასტურებს იარაღის მიწოდების გადაწყვეტილებას.

თეთრი სახლის პრესმდივანი, კარინ ჟან-პიერი აღნიშნავს, რომ შტატებმა ჩინელ დიპლომატებთან საკუთარი პოზიცია ნათლად დააფიქსირა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში