სათეატრო სფეროს წარმომადგენლები ე.წ. “აგენტების კანონის” წინააღმდეგ

04 მარტი 2023, 14:31 564 ნახვა

სათეატრო სფეროს წარმომადგენლები ე.წ. აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ - კანონპროექტს ხელოვანები პეტიციით ეხმაურებიან.

თანამედროვე ქართული სათეატრო სცენა, მიუხედავად ბევრი პრობლემისა, ახერხებს შექმნას სხვადასხვა გავლენისგან თავისუფალი, მრავალფეროვანი სასცენო პროდუქცია, არაერთი მათგანი საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოლაბორაციის შედეგია. ინიციირებული კანონის მიღების და ამოქმედების შემთხვევაში არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ დაცული იქნება ჩვენი შემოქმედებითი თავისუფლება, რადგან კანონპროექტში ჩვენი საქმიანობის პირობად დასახელებული „კეთილსინდისიერება“ მოიცავს უსასრულო ინტერპრეტაციისა და მანიპულაციის სივრცეს და გვტოვებს ტოტალიტარიზმის საფრთხის პირისპირ - ნათქვამია პეტიციაში, რომელსაც ამ დროისთვის 160 ხელმომწერი ჰყავს, მათ შორის ხელოვანები აჭარიდან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში