ირანი მზადაა გაერო-ს ბირთვულ უწყებასთან ითანამშრომლოს

05 მარტი 2023, 10:55 706 ნახვა

ირანი გაერო-ს ბირთვულ უწყებასთან ითანამშრომლებს, იმისთვის, რომ გადაწყდეს ისეთი საკითხები, რომლებიც თითქმის ბირთვული იარაღისთვის საჭირო დონემდე გამდიდრებული ურანის გამო წამოიჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორსა და ირანის პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

უწყებების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირანი მზად არის მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია უსაფრთხოების გამოკვეთის საკითხებთან მიმართებით.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში