საპარლამენტო არჩევნები ესტონეთში

05 მარტი 2023, 14:00 616 ნახვა

ესტონეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით 405 საარჩევნო უბანია გახსნილი.

ამომრჩევლებს ხმის მიცემა 27 თებერვლიდან შეეძლოთ, ჯერ ელექტრონულად, არჩევანის შეცვლის შემთხვევაში კი მათ დღეს შეუძლიათ, ხმა უბანზე მისცენ და სხვა კანდიდატი შემოხაზონ.

არჩევნებში 9 პარტია და 10 დამოუკიდებელი კანდიდატი იღებს მონაწილეობას, ჯამურად 968 კანდიდატი. სოციოლოგიური გამოკითხვებით „რეფორმების პარტია“ ლიდერობს, რომლის ლიდერი ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი კაია კალასია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში