ვითარება მთიან ყარაბაღში

05 მარტი 2023, 17:21 620 ნახვა

ყარაბახში, საპასპოტრო-გამშვებ პუნქტზე შეტაკება მოხდა სომხურ და აზერბაიჯანელ შეიარაღებულ ძალებს შორის. სომხური მხარის განცხადებით აზერბაიჯანელი დივერსანტები თავს დაესხნენ სომხური პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც სამი პოლიციელი დაიღუპა.

აზერბაიჯანული მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სომხურმა მხარემ პროვოკაცია განახორციელა,  ლაჩინის გზის გვერდის ავლით დივერსანტები ცდილობდნენ ყარაბაღში იარაღისა და საბრძოლო მასალის შეტანას.

აზერბაიჯანის ძალები შეეცადნენ გაეჩერებინათ მანქანა, რომელსაც სომხური სანომრე ნიშნები ჰქონდა, თუმცა მანქანიდან მათი მისამართით ცეცხლი გახსნეს, რასაც საპასუხო ცეცხლი მოჰყვა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში