ვაკის პარკის საქმეზე - დაკავებულია მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი

05 მარტი 2023, 14:52 736 ნახვა

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი გიგა გიგაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მას სამსახურებრივ გულგრილობას ედავებიან, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ასევე, საგამოძიებო უწყების ცნობით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე, ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ბრალდება წარუდგინა. ასევე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირს -“გრინსერვის +”-ს, "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და ,,მშენექსპერტს“.

გამოძიების ინფორმაციით, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების მიღებამ საქმეში უკვე არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად ცალსახად დაადასტურა აღნიშნულ სისიხლის სამართლის საქმეზე უკვე დაკავებული ცხრა პირის ბრალეულობაც.

პროკურატურის ცნობით, ექსპერტიზამ ასევე დააგინა, რომ თუ სამუშაოები შესრულდებოდა თავდაპირველი პროექტით და ტუმბოს ძრავის მკვებავი კაბელები არ განთავსდებოდა შადრევნის აუზში, უშუალოდ ძრავების მკვებავი კაბელიდან ელექტრო დენის გაჟონვა ვერ მოხდებოდა.

ექსპერტიზებით ასევე დადასტურდა, რომ ,,გრინსერვის+“-მა ცენტრალურ შადრევანზე სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში