ბათუმის საკალათბურთო გუნდმა სტუმრად "თსუ" დაამარცხა

05 მარტი 2023, 17:44 705 ნახვა

ბათუმის საკალათბურთო გუნდი საქართველოს სუპერლიგის მორიგ ტურში სტუმრად „თსუ-ს“ დაუპირისპირდა და 86:80 დაამარცხა. 

შავიზღვისპირელებს 32 ქულით, 7 მოხსნითა და 4 გადაცემით კაილი რიდლიმ ულიდერა. კარგი მატჩი ჰქონდა ბრენდონ ასლტონსაც, რომელმაც შეხვედრა 14 ქულით, 7 მოხსნითა და 5 გადაცემით დაასრულა. 

მასპინძლებისგან 33 ქულით, 3 მოხსნითა და 3 გადაცემით ჯიმონ ჰენსონი გამოირჩა.

ამ დროისთვის ბათუმის საკალათბურთო გუნდი სუპერლიგის სატურნირო ცხრილში, 23 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ბუბა ბერიშვილის გუნდი,  12 მარტს  შინ „ვერას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში