პარლამენტის შენობასთან ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

06 მარტი 2023, 09:43 552 ნახვა

საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს აპროტესტებენ.

ადგილზე იმყოფებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, მოქალაქეები.

აქციაზე ისმის შეძახილები "არა რუსულ კანონს".

პარლამენტის შენობასთან მობილიზებულია პოლიცია.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ ორივე კანონპროექტზე დღეს იმსჯელებენ. ომიტეტის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის, ასევე „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში