აზერბაიჯანული და სომხური მხარეები ყარაბაღში დაპირისპირებისას მსხვერპლის შესახებ იუწყებიან

06 მარტი 2023, 11:01 530 ნახვა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეირაღებულ დაპირისპირებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. მათივე ცნობით, დაღუპულია ორი სამხედრო მოსამსახურე, ასევე არიან დაშავებულები.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა სამხედრო მანქანების დაკავება და შემოწმება სცადეს, რა დროსაც ცეცხლი მოპირდაპირე მხრიდან გაიხსნა.

პარალელურად, სომხური მედია წერს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფის ჩასაფრების შედეგად სამი ჯარისკაცი დაიღუპა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში