"არა რუსულ კანონს" - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ახალგაზრდებმა აქცია გამართეს

06 მარტი 2023, 11:27 907 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ახალგაზრდებმა აქცია გამართეს. ისინი ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და სტუდენტებს მიმართავენ, მოითხოვონ ღიად დააფიქსირონ პოზიცია ე.წ. "აგენტების კანონთან" დაკავშირებით.

შეკრებილები პარლამენტში "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა შენობის შესასვლელში სტიკერები გააკრეს - "არა რუსულ კანონს".

შეკრებილებმა ასევე დააფუძნეს მოძრაობა "კონსტიტუციის 78-ე მუხლი".

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ ორივე კანონპროექტზე მსჯელობს. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის, ასევე „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში