ათენში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

06 მარტი 2023, 10:20 680 ნახვა

ათენის ცენტრში პოლიციასა და დემონსტრანტთა ჯგუფს შორის  შეტაკება მოხდა. ქუჩაში ათასობით სტუდენტი და რკინიგზის თანამშრომელი  ქვეყანაში მომხდარი ყველაზე მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფის გამო გამოვიდა.

პოლიციამ ცრემლსადენი გაზით და ხმოვანი ყუმბარებით სცადა  მომიტინგეთა მცირე ჯგუფის დარბევა, რომლებმაც სამართალდამცველებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. 

57 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა 28 თებერვალს სამგზავრო მატარებლის სატვირთო მატარებელთან  შეჯახების შედეგად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში