აქცია პარლამენტთან

06 მარტი 2023, 14:18 588 ნახვა

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე რუსეთის ფედერაციის მცირე ზომის დროშა დაწვეს. მანამდე საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას კვერცხები ესროლეს.

საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან მობილიზებულია პოლიცია, სადაც მოქალაქეები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან შეკრებილები.  

ადგილზე შეკრებილებს ბანერები, ევროკავშირისა და საქართველოს დროშები აქვთ მიტანილი და სკანდირებენ: "არა რუსულ კანონს", "რუსული ოცნება", "რუსებო", "მონებო".

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში