7-14 მარტს ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

07 მარტი 2023, 13:10 626 ნახვა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსაშიშროებისა და ცუდი ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ126-კმ131 მონაკვეთზე 7 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით 20:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

მათივე ცნობით, საავტომობილო გზის კმ131-კმ141 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ126 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში