საფრანგეთში მაკრონის საპენსიო რეფორმის გამო გაფიცვა გრძელდება

07 მარტი 2023, 14:01 530 ნახვა

სარკინიგზო მიმოსვლის პარალიზება, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბლოკვა და ელექტროენერგიის წარმოების  შემცირება მოჰყვა  საფრანგეთში პროფკავშირების გაფიცვას, რომელიც  მეექვსე დღეა ქვეყნის მასშტაბით პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმის  წინააღმდეგ იმართება. 

ბოლო კვლევების თანახმად,   მოქალაქეთა დიდი ნაწილი არ ეთანხმება  რეფორმას, რომელიც სხვა ზომებთან ერთად საპენსიო ასაკის ორი წლით- 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.  

მთავრობის განმარტებით, რეფორმა აუცილებელია იმისთვის, რომ არ ჩამოიშალოს ქვეყნის საპენსიო სისტემა.       

მაკრონის გუნდს არ აქვს აბსოლუტური უმრავლესობა პარლამენტში, თუმცა მას შეუძლია  კონსერვატიული რესპუბლიკური პარტიის ნაწილის  მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში