პარლამენტთან "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

07 მარტი 2023, 17:12 583 ნახვა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებდნენ.

ოპოზიციონერი დეპუტატები მოსახლეობას პარლამენტიდან მიმართავენ და საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებისკენ მოუწოდებენ.

"მინდა მივმართო მოქალაქეებს, რომლებიც გარეთ არიან შეკრებილნი და საქართველოს მოქალაქეებს, ვინც ახლა ხართ სახლში. აქ ამ პარლამენტში დღეს "ქართული ოცნება" ცდილობს, რომ მალულად მოკლას თქვენი შანსი რომ იცხოვროთ ევროპულ სახელმწიფოში. ამიტომ, მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს, მოდით პარლამენტთან და კიდევ ერთხელ აჩვენეთ თქვენი ძალა ამ მშიშარ ადამიანებს, რომლებიც შეიყუჟნენ აქ პარლამენტში და ცდილობენ, რომ დაჩქარებული წესით ჩაატარონ განხილვა და რაც მთავარია, ოპოზიციის დიდ ნაწილს ჩაუკეტონ დარბაზი", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ადგილზე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მოქალაქეები და სტუდენტები. 

საქართველოს პარლამენტთან მობილიზებულია სამართალდამცველების საკმაოდ დიდი რაოდენობა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა დაიწყო, რომელიც 9 მარტს იყო ჩანიშნული.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში