პარლამენტთან ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

07 მარტი 2023, 20:56 615 ნახვა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

აქციაზე კვლავ ხმაური და დაძაბულობაა.

სპეცრაზმი მობილიზებულია როგორც ჭიჭინაძის, ისე ჩიტაძის ქუჩების მხრიდან.

პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს წყლის ჭავლიც გაუშვეს.

მანამდე სამართალდამცველებმა პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში