პარლამენტთან წყლის ჭავლი გამოიყენეს - არიან დაშავებულები

07 მარტი 2023, 21:21 817 ნახვა

პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს წყლის ჭავლი გაუშვეს.

პარლამენტის შესასვლელის მიმდებარე ტერიტორია, ცხრა აპრილის ქუჩის მხრიდან, პოლიციას და სპეცრაზმს აქვს გადაკეტილი.

ადგილზე მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი, ასევე წყლის ჭავლის მანქანა. ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეთა მიმართ გამოიყენეს წიწაკის სპრეი. არსებული ინფორმაციით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

სპეცრაზმი მობილიზებულია როგორც ჭიჭინაძის, ისე ჩიტაძის ქუჩების მხრიდან.

აქციის მონაწილეები ცდილობენ, სამართალდამცავების კორდონის გარღვევას და არის შეხლა-შემოხლა.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში