უფუნქციო   სათბური

07 თებერვალი 2017, 00:00 3279 ნახვა

ახალსოფლის მეურნეობის თანამშრომლები საჩითილე-სასათბურეს რეკონსტრუქციას ითხოვენ.  ობიექტი  6 წელია არსებობს, თუმცა 2016 წლის იანვრიდან მერიის სარგებლობაში გადავიდა და მეურნეობამ ფუნქციონირება შეწყვიტა. საჩითილეს ყოფილი კოორდინატორის თქმით, მათ არაერთხელ მიმართეს მერიას, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია. მისი განცხადებით, სათბური უამინდობის დროს დაზიანდა, რებილიტაციას დაახლეობით 200 ათასი ლარი ესაჭიროება, სათბურის ფუნქციონირების შემთხვევაში კი მერია ჩითილს გაცილებით ნაკლები დანახარჯით მიიღებს ვიდრე ეს ტენდერის გზით უჯდება. მერიაში კომენტარს არ აკეთებენ, პირად საუბარში კი ამბობენ, რომ სათბურის რეკონსტრუქცია  წელს  ბიუჯეტში გაწერილი არ არის.

ამავე კატეგორიაში