აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ აღმართული რკინის კონსტრუქცია მოარღვიეს

08 მარტი 2023, 00:43 604 ნახვა

პარლამენტთან კვლავ დაძაბული ვითარებაა. აქციის მონაწილეები პარლამენტთან განთავსებული რკინის ჯებირი მოარღვიეს.

აქციის მონაწილეები სპეცრაზმის მიმართულებით პერიოდულად სხვადასხვა ნივთებს ისვრიან. რის საპასუხოდაც სპეცრაზმის მხრიდან ხდება წყლის ჭავლის გამოყენება.

სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოს ეზოში არიან განლაგებული.

დაპირისპირების შედეგად არიან დაშავებულები. ასევე არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში