პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა 6 პირი დააკავეს

08 მარტი 2023, 00:57 672 ნახვა

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ამ დროისთვის 6 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

პარლამენტთან აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. მოქალაქეებმა დამცავი ჯებირები გაარღვიეს. აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. 

დაპირისპირების შედეგად არიან დაშავებულები. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს თვალი დაუზიანდა. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეცრაზმი პერიოდულად მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლს იყენებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში