“ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ”, "არა რუსულ კანონს" - საპროტესტო მარში ბათუმში

08 მარტი 2023, 14:36 985 ნახვა

"ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ”, "არა რუსულ კანონს" - ამ ლოზუნგებით ბათუმში ქალთა მოძრაობის მიერ ორგანიზებული საპროტესტო მარში დაიწყო.

აქციის მონაწილეები ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.




აქციაზე ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ბენეფიციარებთან ერთად  შეიკრიბნენ. ისინი ითხოვენ გაუქმდეს კანონი, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მსგავსი სოციალური ჯგუფების ხელშეწყობას.

საპროტესტო მსვლელობა სასამართლოს შენობასთან დაიწყო და ევროპის მოედანზე დასრულდება.

ქალთა მოძრაობის მიერ დაგეგმილი საპროტესტო მარში “ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ” დღეს საქართველოს ყველა ქალაქში გაიმართება.

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში