რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის გამოხმაურება

08 მარტი 2023, 14:16 541 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი ირონიულად გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას, რომელიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხება. ზახაროვას თქმით, ახლა გასაგებია, რატომ არაა ამერიკა ამ დრომდე ევროკავშირში.

„ბორელმა განაცხადა, რომ კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“, რომელმაც პროტესტი გამოიწვია თბილისში, არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. ახლა გასაგებია, რატომ არაა აშშ ამ დრომდე ევროკავშირში - იქ ეს კანონი 1938 წლიდან მიიღეს", - დაწერა ზახაროვამ „ტელეგრამზე“.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში