შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

08 მარტი 2023, 14:46 525 ნახვა

„შეკრებილთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად შსს-ს 50-მდე თანამშრომელი დაშავდა, მათ შორის რამდენიმეს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა“ - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტრო  მიიჩნევს, რომ პოლიციამ თანმიმდევრულად პროპორციული ძალა გამოიყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებითვე, აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობას ცეცხლი წაუკიდეს, ესროლეს ქვები, ჩაამსხვრიეს მინები და დააზიანეს რკინის დამცავი ჯებირები.

მოგვიანებით შეკრებილთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და ძალადობრივი ხასიათი მიიღო.

აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ ძალადობრივ ქმედებებს და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს“– წერია განცხადებაში. უწყებამ ვიდეო კადრებიც გაავრცელა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში