საცხოვრებელ ბინაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

07 თებერვალი 2017, 00:00 3673 ნახვა

კიკვიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მაშველებმა 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ბინაში სამაშველო სამსახური მეზობლების ზარის შემდეგ მივიდა. აღნიშნული პიროვნება მარტო ცხოვრობდა და მეზობლების ინფორმაციით, ის ბოლოს ხუთი დღის წინ ნახეს. კარის გაღების შემდეგ მაშველებმა მისი ცხედარი აღმოაჩინეს. ამწუთებში შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები მუშაობენ. 

ამავე კატეგორიაში