„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი დაიბარეს

08 მარტი 2023, 21:20 679 ნახვა

ე.წ. „უცხოური აგენტების” კანონპროქტთან დაკავშირებით ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი, არჩილ ყარაულაშვილი დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ ესტონეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

„საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებული „უცხოელი აგენტის“ კანონპროექტი სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივასთან დაკავშირებით. კანონი აშკარა წინააღმდეგობაშია საქართველოს ამბიციებთან სწრაფი ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ. ის ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და კონტრპროდუქტიულია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 პრიორიტეტის შესასრულებლად. კანონის იმპლემენტაცია გამოიწვევს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას და გაართულებს საქართველოში ესტონეთის განვითარების თანამშრომლობის პროექტების განხორციელებას. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, პასუხისმგებლობით განიხილოს ქვეყნის რეალური ინტერესები და უკან გაიწვიოს კანონპროექტი. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ხალხის უფლებას მშვიდობიან პროტესტზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში