ვენეციის კომისია ავრცელებს ინფორმაციას, რომ შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტების განხილვის თხოვნით მიმართა

08 მარტი 2023, 22:29 927 ნახვა

ვენეციის კომისიამ დაადასტურა "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტების - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და "უცხოური აგენტის აქტის რეგისტრაციის შესახებ" მიღება. ამის შესახებ ინფორმაცია ვენეციის კომისიის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

„2023 წლის 8 მარტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიას თხოვნით მიმართა, განიხილოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა” და უცხოური აგენტების რეგისტრაციის” შესახებ კანონპროექტი“, – ნათქვამია ვენეციის კომისიის ინფორმაციაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადების თხოვნით მიმართა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში