საპროტესტო აქცია პარლამენტთან

09 მარტი 2023, 00:00 579 ნახვა

სპეცრაზმმა მომიტინგეებისგან რუსთაველის გამზირიც გაათავისუფლა სპეცრაზმმა მომიტინგეებისგან რუსთაველის გამზირიც გაწმინდა.

ჩიტაძის ქუჩა სრულად გაწმენდილია აქციის მონაწილეებისგან, ე.წ. რობოკოპები განლაგებულები არიან 9 აპრილის ქუჩაზე, რის გამოც აქციის მონაწილეებმა ეს ქუჩაც დატოვეს.

რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება სპეცრაზმი.

აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი.

დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ავტომობილიც დაზიანდა.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში