ოპოზიციური პარტიების ერთობა და საპროტესტო მოძრაობაში ჩართული სტუდენტები „საერთო-სახალხო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის“ შესახებ 3-პუნქტიან გეგმას დღეს წარადგენენ

09 მარტი 2023, 09:25 455 ნახვა

ოპოზიციური პარტიების ერთობისა და სტუდენტების 3 - პუნქტიანი გეგმა საერთო-სახალხო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის შესახებ 9 მარტს გახდება ცნობილი.

ოპოზიციური პარტიების ერთობა და სტუდენტები, რომლებიც ჩართულები არიან საპროტესტო მოძრაობაში,  ერთობლივ მოწოდებას 11:00 საათზე გააკეთებენ.

"საგანგებო ბრიფინგზე გაჟღერდება პარტიების და სტუდენტური საპროტესტო გაერთიანების შეთანხმებული 3 პუნქტიანი გეგმა საერთო-სახალხო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის კონკრეტული მოქმედებების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ორგანიზატორები ავრცელებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში