უკრაინის ყველა ოლქში საჰაერო განგაში იყო - უკრაინული მედია

09 მარტი 2023, 10:33 683 ნახვა

9 მარტს დილიდან კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა.

უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმას ხანძარი მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები.

მოგვიანებით, კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დედაქალაქის გოლოსევსკის რაიონში აფეთქებები მოხდა.

9 მარტის ღამეს, უკრაინის ყველა ოლქში საჰაერო განგაში იყო. უკრაინული მედიის ცნობით,რუსულმა ძალებმა ხარკოვსა და ოდესაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაბომბეს.

უკრაინის შეაიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის 110-ზე მეტი შეტევა და დაარტყეს მტრის 13 კონცენტრაციის ობიექტს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში