საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო

09 მარტი 2023, 10:42 716 ნახვა

საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა კონტინენტთაშორის თასზე კოსტა რიკის დედაქალაქ სან ხოსეში ზედიზედ მეორე მატჩი მარტივად მოიგო. მეორე ტურში საქართველოს 19 წლამდე ნაკრები ტაიტის დაუპირისპირდა და 36-20 დაამარცხა.

საქართველო A ჯგუფში ნიკარაგუას, ტაიტის, ნიგერიას და გვადალუპეს ნაკრებებთან ერთად არის. ამ ტურნირის გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს, რომელიც ხორვატიაში გაიმართება.

აჭარის რეგიონიდან საქართველოს ნაკრების ღირსებას თემურ ქამადაძე, ანრი აბულაძე, ნუგზარ ტარიელაძე და ნიკოლოზ შერვაშიძე იცავს. შეგახსენებთ რომ ქართველმა ხელბურთელებმა პირველ ტურში ნიკარაგუას 16 ბურთიანი სხვაობით 43-27 დაამარცხა.

საქართველოს 19 წლამდე ეროვნული ნაკრები 10 მარტს თბილისის დროით 03:00 საათზე უკვე ტურში გვადალუპეს დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში