ბათუმელი ათლეტი მსოფლიო თასის გამარჯვებულია

09 მარტი 2023, 13:31 1221 ნახვა

ძალისმიერ სამჭიდში თბილისმა მსოფლიო თასს უმასპინძლა, რომელშიც 8 ქვეყნის 150-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას აჭარიდან ახალგაზრდებში მსოფლიოს ორგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონი ნუკრი დიასამიძე იცავდა, რომელიც ამჯერად უფროს ასაკობრივ კატეგორიაში გამოვიდა. მის გარდა იუნიორთა შორის აჭარიდან ტურნირში იასპარეზეს ანრი ბაკურიძემ, ბესო მალაყმაძემ, ირაკლი ფუტკარაძემ და სოსო ჩახვაძემ, რომლებმაც თავიანთ ასაკობრივ კატეგორიებში გაიმარჯვეს.

რაც შეეხება ნუკრი დიასამიძეს, მან ოქროს მედლები ორჭიდის ჯამში, როგორც წოლჭიმში, ასევე შტანგის ამოწევაში მოიპოვა. კიდევ ერთი ოქროს მედალი მოიპოვა მან ცალკე დისციპლინაში, როდესაც შტანგის ამოწევისას 300 კილოგრამი დააფიქსირა.

ბათუმელი ათლეტისთვის მომავალი ტურნირი მაისში, გერმანიაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატია, სადაც თავის მწვრთნელთან, დავით მჟავანაძესთან ერთად იასპარეზებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში