მივესალმები კანონპროექტის გამოთხოვას, კანდიდატის სტატუსი მიღწევადია, თუ ყველა ფოკუსირებული იქნება 12 რეკომენდაციის პროგრესზე - გერმანიის ელჩი

09 მარტი 2023, 16:55 487 ნახვა

კანდიდატის სტატუსი მიღწევადია, თუ ყველა ფოკუსირებული იქნება ინკლუზიურ, მშვიდობიან, დემოკრატიულ პროცესსა და 12 რეკომენდაციის პროგრესზე, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.

„მივესალმები კანონის პროექტის გამოთხოვას. ევროკავშირი და საქართველო დიდი ისტორიული შესაძლებლობის წინაშე არიან: საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ეს მიღწევადია, თუ ყველას სურს და იქნება ფოკუსირებული ინკლუზიურ, მშვიდობიან, დემოკრატიულ პროცესსა და 12 რეკომენდაციის პროგრესზე. მე ეს მსურს“, – წერს პეტერ ფიშერი „ტვიტერში“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში