ნატო მიესალმება კანონპროექტის გაწვევას, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მხარეს საქართველოში, დაუბრუნდნენ ინკლუზიური რეფორმების დღის წესრიგს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის - ხავიერ კოლომინა

09 მარტი 2023, 22:12 674 ნახვა

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადებით, ნატო მიესალმება „ხალხის ძალის“ კანონპროექტის გაწვევას. კოლომინამ მოუწოდა საქართველოში პოლიტიკურ მხარეებს, დაუბრუნდნენ ინკლუზიური რეფორმების დღის წესრიგს. „ნატო მიესალმება კანონპროექტის უპირობო გაწვევას, რომელმაც გამოიწვია ამდენი შეშფოთება და პროტესტი. ველოდებით, რომ ამას მოჰყვება გაგრძელება. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მხარეს საქართველოში, დაუბრუნდნენ ინკლუზიური რეფორმების დღის წესრიგს შემდგომი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში