საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია დაიწყო

10 მარტი 2023, 11:59 476 ნახვა

საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია დაიწყო.

აქციის მონაწილეები პარლამენტთან იკრიბებიან და პლენარულ სხდომაზე  მიღებულ გადაწყვეტილებას ელოდებიან.

აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან მას შემდეგ დაანონსდა, რაც ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში პლენარული სხდომა, რომელზეც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს ჩასაგდებად გაიტანენ, დღეს გაიმართება.

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი ინიციატორებმა პარლამენტიდან გაიწვიეს. „ხალხის ძალის“ დეპუტატების წერილობითი მიმართვა, რომლებიც კანონპროექტის ინიციატორები არიან, ბიუროს სხდომას წარედგინა, რომელმაც მოთხოვნა რამდენიმე წუთის წინ დააკმაყოფილა.

პლენარული სხდომა სადაც, ე.წ. აგენტების შესახებ მეორე კანონპროექტი უნდა ჩააგდონ რამდენიმე წუთში დაიწყება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში