რუსეთის იერიშის შედეგად უკრაინაში რამდენიმე ქალაქს ელექტროენერგია არ მიეწოდება

10 მარტი 2023, 10:21 633 ნახვა

უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, მტერი არ წყვეტს ბახმუტის ალყაში მოქცევის მცდელობებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა დამცველებმა მტრის 102 შეტევა მოიგერიეს.

გენშტაბში ასევე აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთმა საგრძნობლად გაზარდა შეტევების რაოდენობა უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით.

ჯამურად მტერმა მხოლოდ გასულ დღეს სხვადასხვა ბაზირების 95 რაკეტა გაუშვა.ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ცნობით, რუსული ძალები შესაძლოა უგლედარის მიმდებარედ შეტევითი ოპერაციების განახლებისთვის ემზადებოდნენ. ინსტიტუტის განცხადებით, პერსონალისა და საბრძოლო მასალის პრობლემები, სავარაუდოდ, მტრის წინსვლას ისევ შეაფერხებს.

რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ტერორისტის დარტყმებმა რამდენიმე ქალაქსა და სოფელში ელექტროენერგიისა და გათბობის გათიშვა გამოიწვია. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ჯგუფები მუშაობენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში