აქციის მონაწილეები „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის ჩაგდებას  ოვაციებით შეხვდნენ

10 მარტი 2023, 12:26 543 ნახვა

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი მოქალაქეები „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას შეძახილებით და ოვაციებით შეხვდნენ. ისინი სკანდირებდნენ: „ჩვენ ვართ ევროპა!", "საქართველო".

დემონსტრანტები ჯერჯერობით პარლამენტის უკანა შესასვლელთან რჩებიან. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამოქმედო გეგმას მოგვიანებით გაახმაურებენ.

პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. "ხალხის ძალის"მიერ ინიცირებული კანონის პროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დააყენეს. მის წინააღმდეგ ხმა 35 დეპუტატმა მისცა, ხოლო მხარი 1-მა დაუჭირა. 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში