სპორტის მედიცინის კაბინეტი ბათუმის სპორტის სასახლეში

10 მარტი 2023, 14:20 549 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში უკვე სრული დატვირთვით დაიწყო ფუნქციონირება სპორტული მედიცინის კაბინეტმა, რომელიც თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი.

სპორტსმენებს ტრავმების მიღების დროს, არა მარტო პირველადი, არამედ სრული გამოკვლევის და მკურნალობის აბსოლუტური შესაძლებლობა აქვთ. მათ გამოჯანმრთელებაზე პროფესიონალი ექიმები იზრუნებენ.

სპორტის ექიმის გიორგი კობალაძის განმარტებით, სპორტსმენთა ტრავმებთან დაკავშირებული ყოველდღიური რუტინა უკვე მოხსნილია და მზად არიან ნებისმიერი სახის ტრავმას ადგილზევე გაუმკლავდნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში