მაუწყებლის განვითარების გეგმა

07 თებერვალი 2017, 00:00 3039 ნახვა

მაუწყებლის განვითარების სამწლიან გეგმასთან დაკავშირებით, შეხვედრა საზოგადობერივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორსა და ბორდს შორის ორ დღეში გაიმართება. გეგმასთან დაკავშირებით ბორდის წევრებს ვასილ მაღლაფერიძესთან კითხვები აქვთ. სამეთვალყურეო საბჭო გეგმის განხილვას იწყებს. საკითხზე დღეს იმსჯელეს. შეთანხმდნენ ტექნიკურ დეტალებზე. ბორდი გეგმის განხილვას საზოგადოების ჩართულობით აპირებს. პროცესში  არხის თანამშრომლებიც ჩაერთვებიან.

საზოგადოებრივ მაუწყებელში საინიციატივო ჯგუფია შექმნილი, რომელიც ალტერნატიული  ხედვის წარდგენას აპირებს. კონკრეტული ციფრი თუ რამდენ თანამშრომელს შეეხება მაღლაფერიძის გეგმა, ჯერ უცნობია, თუმცა არხის თანამშრომლები ფიქრობენ, რომ 500 დან 800 ადამიანი გათავისუფლდება. არხზე მიმდინარე პროცესებს ომბუცმენის აპარატი დააკვირდება, უჩა ნანუაშვილს დღეს “რეალური სივრცის” ავტორი და წამყვანი შეხვდა. 

ამავე კატეგორიაში