ესებუას პროცესი

10 მარტი 2023, 18:14 634 ნახვა

ბადრი ესებუას ხმისა  და სუნის ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერტიზა  შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწვეულმა ექსპერტებმა  7 მარტს ჩაატარეს. ბრალდების მხარემ სწორედ  ექსპერტიზის შედეგების დასაშვებობაზე  იშუამდგომლა დღეს მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეს დაურთო.ასევე, დაკმაყოფილდა პროკურატურის მეორე შუამდგომლობა ექსპერტის გამოკითხვის შესახებ.ადვოკატის ინფორმაციით,  ექსპერტიზის ჩატარების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა  და დაცვის მხარე მის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს. როგორც იოსებ ჯანაშია  ამბობს,  ბადრი ესებუას  ხმისა და სუნის ექსპერტიზის შედეგები დადებითია.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში