საჩუქარი ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმს

10 მარტი 2023, 18:28 761 ნახვა

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმს  ბათუმში მოღვაწე დამსახურებული ექიმების პირადი ნივთები საჩუქრად გადაეცა. დღეიდან მუზეუმში ბინა დაიდო თერაპევტის პლატონ გიგინეიშვილის სამედიცინო ჩანთამ - საკვოიაჟმა, ტრსოტმა და სამედიცინო აღჭურვილობამ.  ასევე საქართველოს ოფთალმოლოგიის დარგის ერთ-ერთი დამფუძნებლის ალექსანდრე  შატილოვის ბიუსტმა და საუკუნოვანმა ფოტოსურათებმა. აღნიშნული ნივთები მუზეუმს საჩუქრად კინოდოკუმენტალისტმა  და ხელოვნებათმცოდნე  ოლიკო  ჟღენტმა გადასცა. ღონისძიების ფარგლებში აჩვენეს ოლიკო  ჟღენტის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომელშიც პლატონ გიგინეიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მისი შვილიშვილი მოგვითხრობს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში